reportiori.ge - ნოდარ გოგატიშვილი დაჭრეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:33
სამართალი
ნოდარ გოგატიშვილი დაჭრეს
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 10:24

ჟურნალისტი, ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე ინფრომაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ობიექტივში“ სტუმრად მყოფმა პოლიტპატიმარმა, ნოდარ გოგატიშვილმა, რომელმაც  მისი გაუპატიურების ამბავი აღწერა და დამნაშავეების კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს.  „რეპორტიორი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 


ყოფილმა პატიმარმა, ნოდარ გოგატიშვილმა, რომელმაც 2013 წლის 11 აგვისტოსობიექტივისპირდაპირ ეთერში გაახმაურა მისი გაუპატიურებისა და წამების ფაქტი და დაასახელა დანაშაულში მონაწილე პირების გვარები, გუშინ თავს დაესხნე. 
დაზარალებულის გადმოცემით, მას დიდუბის ხიდთან მიუახლოვდა შავი ფერის ავტომანქანა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღით ფეხებში ესროლეს. გოგატიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დაზარალებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გოგატიშვილი თბილისიდან ქალაქგარეთ გაემგზავრა. 
2013
წლის 12 აგვისტოს ნოდარ გოგატიშვილი თბილისის პროკურატურაში, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის თანხლებით, გამოცხადდა და გამომძიებელს შეხვდა, რომელსაც მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენება მისცა. 
გოგატიშვილმა პროკურატურას იმის შესახებაც აცნობა, რომობიექტივისეთერში გამოსვლის შემდეგ, მას ტელეფონით (დახურული ნომრით) დაურეკა ქალბატონმა, რომელიც ემუქრებოდ. გოგატიშვილის დაჭრამდე სატელეფონო მუქარა მასზე რამდენჯერმე განხორციელდა. 
დაზარალებული მომხდარ თავდასხმაში იმ პირების კვალს ხედავს, რომელთა გვარებიც საჯაროდ დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ციხის ცნობილი ჯალათი გოგა ბუთლიაშვილია, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა. 
ნოდარ გოგატიშვილმაობიექტივისპირდაპირ ეთერში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაახმაურა. მან განაცხადა, რომ 2011 წელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ციხის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა, იატაკის ჯოხით გააუპატიურეს, შემდეგ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არალეგალურად მოათავსეს და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016