reportiori.ge - ფოთში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა აშენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:29
რეგიონები
ფოთში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა აშენდება
25 აპრილი, 2014. 13:54

ფოთში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა აშენდება. პროექტს კომპანია ,,ლიდერ ცემენტი" ფრანგულ კომპანია LAFARGE-თან თანამშრომლობით განახორციელებს.


კომპანია LAFARGE-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ლაფონტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში თანამედროვე ცემენტის ქარხნის მშენებლობის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.


დავოსში შეხვედრიდან 3 თვის შემდეგ, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოს პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.


ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება.


პრემიერის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მშენებლობის დროს გამოიყენონ ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული იმპორტზე, ასევე, ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.


„ლიდერ ცემენტის" და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის თანახმად, ფოთში 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა შენდება, რომლის წარმოების დადგმული სიმძლავრე წელიწადში 250 000 ტონა ცემენტი იქნება. მშენებლობაზე 40 ადამიანი მუშაობს, ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველი ეტაპისთვის 10 მილიონი აშშ დოლარია.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016