reportiori.ge - ეგვიპტეში ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:21
მსოფლიო
ეგვიპტეში ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 14:26

ეგვიპტეში დაღუპულ ჟურნალისტთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული კი დაშავებულია. ამის შესახებ ეგვიპტური სააგენტო Ahram Online იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია Sky News-ის ოპერატორი მიკ დინი, ეგვიპტელი ჟურნალისტი, 26 წლის ჰაბიბა აჰმედ ელაზიზი, სააგენტო RNN-ის ფოტოჟურნალისტი მოსაბ ელ-შამი და გაზეთ "ალ-აკბარის" ჟურნალისტი აჰმედ აბდელ გავადი.
ოთხივე ჟურნალისტი ქაიროში მომხდარი შეტაკებების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 
The Huffington Post-
ის ცნობით, ეგვიპტის პოლიციამ ამერიკული გამოცემა Daily Beast-ის რეპორტიორი მაიკ გილიო დააკავა, რომელიც სასტიკად სცემეს. დაჭრილთა შორის არის "როიტერის" ფოტოგრაფი ასმა ვაგუ, რომელიც ერთ-ერთი ფრილანსერი ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც კლინიკაშია მოთავსებული. 
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 2012 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალადობრივი შეტაკებების გაშუქებას 121 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი ემსხვერპლა. 
ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში 421 ადამიანია დაღუპული

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016