ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე ერთმა გოგონამ დადო შემდეგი შინაარსის პოსტი: " ვარ ლამაზი, ხალისიანი, ჭკვიანი გოგო. მსურს ცოლად გავყვე მამაკაცს, რომელიც წელიწადში გამოიმუშავებს არანაკლებ 500 000 დოლარს".
ერთ-ერთმა ფინანსისტმა არ დაიზარა, რომ გამოხმაურებოდა ამ შეტყობინებას:
"დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი პოსტი და აი ჩემი მოსაზრება მაგ საკითხთზე:
შენი შემოთავაზება ისეთი ტიპისთვის, როგორიც მე ვარ - კარგი ბიზნესწინადადება ვერ არის და გეტყვით რატომაც:
მოკლედ რომ ვთქვათ, შენ მთავაზობ შენი ვიზუალი გავცვალო ჩემს ფულში. მშვენიერია, მაგრამ შენი სილამაზე წარმავალია, ჩემი კაპიტალი კი- მზარდი. რა თქმა უნდა ჩემი კაპიტალის ზრდა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვათ, მაგრამ შენ უფრო და უფრო ლამაზი ნამდვილად ვერ გახდები.
ეკონომიკურ ენაზე რომ ვთქვათ, შენ ხარ გაუფასურებადი აქტივი, მე კი შემოსავლიანი აქტივი, მაგრამ შენ არ ხარ უბრალოდ გაუფასურებადი აქტივი. შენი ღირებულება დაბლა ეცემა სულ უფრო და უფრო. 10 წლის შემდეგ არავინ შემოგხედავს. გიყიდო შენ (რასაც მე მთავაზობ) - ცუდი ბიზნესია, ამიტომ მირჩევნია დაგიქირავო.
თუ ჩემი სიტყვები გაგაცოფებს, იფიქრე იმაზე, რომ უბრალოდ მსურს გაკოტრებისგან თავი დავიზღვიო, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ,მე აზრს ვხედავ შენთან შეხვედრებში და არა ქორწინებაში.
იმედი მაქვს, ცოტა მაინც დაგეხმარე.
და თუ დაქირავებაზე თანახმა იქნები - შემატყობინე!"