ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი გადაცემა „ღია თამაშში“ მის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
„მე ვფიქრობ რომ საქართველოში აუცილებელია არსებობდეს ზომიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უფრო მეტი წონა ექნება პოლიტიკაში ვიდრე დღეს არსებულ ძალებს. აქდან გამომდინარე მე გადავწყვიტე რომ გამოვიყენი მთელი ჩემი გამოცდილება და შევქმნა ახალი „პოლიტიკური ცენტრი,“ სადაც მოხდება ზომიერი პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია.“- აცხადებს ხარატიშვილი და ამავე დროს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს.
„2012 წლის ოქტომბრის არჩევნები იყო ყველაზე რთული და ამავე დროს წარმატებული არჩვენები. იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა შედგეს როგორც ქვეყანა, საზოგადოებამ რომ კონსოლიდაცია მოახდინოს საჭიროა გარკვეული ძალისხმევა. პოლიტიკური გარემო ძალიან პოლარიზებულია.“ -აღნიშნავს „ცესკოს“ ყოფილი თავმჯდომარე.