სამართალი
60 წლის სუსანა კ. 330 გრამი „ჰეროინის“ შემოტანისას სარფში დააკავეს
15 აგვისტო, 2013. 14:44
შსს–ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიული–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქე 60 წლის სუსანა კ. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით 330 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55