reportiori.ge - ,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:17
კულტურა
,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე''
ავტორი: ანა ნოდია
26 აპრილი, 2014. 13:39


,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე'' - ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა 30 აპრილს გაიმართება კავკასიურ სახლში. ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია კივიტას გეორგიკა".


როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა „რეპორტიორის" აცნობეს, წარმოდგენილი იქნება ქართველი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში გადაღებული სურათები, რომლებიც ასახავენ ეთნიკური ქართველებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების ცხოვრებას საქართველოსა და აზერბაიჯანში.


გამოფენაზე საუკეთესო ფოტონამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან.


,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე'' აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაცია Uluchay-სა და კივიტას გეორგიკას ერთობლივი პროექტია, რომელიც Black Sea Trust-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობის, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.


დასაწყისი 12:00 საათზე. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016