კონფლიქტები
აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ რუსეთს მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ზახარ მაისურაძე გადასცა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
26 აპრილი, 2014. 15:52
აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს ჩრდილოეთ ოსეთში ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი ზახარ ნანიევი (მაისურაძე) გადასცა.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანიევს, იგივე მაისურაძეს, რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი.
გამოძიების ვერსიით, 2009 წლის ივნისში, მაისურაძემ, თანამზრახველებთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი გაიტაცეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. მძევლის გასათავისუფლებლად გამტაცებლებმა 200 ათასი ევრო მოითხოვეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ნანიევი მიიმალა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მის კვალს ოკუპირებულ აფხაზეთში მიაკვლიეს.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02