reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ კვირაცხოვლობას აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:09
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ კვირაცხოვლობას აღნიშნავს
26 აპრილი, 2014. 16:01


მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაობით მორწმუნეები ეკლესიაში საზეიმო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობიდან მოყოლებული ყოველი დღე აღდგომის დღესასწაულია.


კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და ჭრილობები აჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც მან ეს ამბავი შეიტყო, თქვა, რომ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა მაცხოვარს, მის ადღგომას ვერ დაიჯერებდა. 


აღდგომიდან მერვე დღეს, კვირა საღამოს, მაცხოვარი თომა მოციქულის თანდასწრებით კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს.  მან მოციქულს ჭრილობები აჩვენა და უთხრა ხელით შეხებოდა, რათა მის აღდგომაში დარწმუნებულიყო.


თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, მაცხოვარს თაყვანი სცა  და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება სრულად აღიარა. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016