ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების“ მომხრეებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლიც მოჰყვა. ეგვიპტეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარებს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების“ მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებკლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შრორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.
ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიოების შემთხვევაში შეუძლით დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზეე + 2010 110 888 44
საგარე საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან“ -ნათქვამია განცხადებაში