reportiori.ge - თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკვშირებით გამოძიება დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:18
სამართალი
თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკვშირებით გამოძიება დასრულდა
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 14:59

2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით“-ამ განცხადებას მტავარი პროკურატურა ავრცელებს. სამართალდამცველებამ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეზე გამოძიება დაასრულეს.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გენერალ თამაზ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო ამსრულებლების, პატიმრობაში მყოფი, ქ.თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ.

 

შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით.

დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების “ჩადების” ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ამჟამად ბრალდებულები: ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი, აგრეთვე, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსი, ზურაბ ლალიაშვილი.

ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი, უკანონო პატიმრობიდან, გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში
“-
ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016