პროექტ „ლექსების გამოფენის" ავტორმა ზაზა ფირცხალაიშვილმა დღეს, პოეტები შეკრიბა და აღნიშნული პროექტის ირგვლივ არსებული ვითარება გააცნო.
როგორც ფირცხალაიშვილმა განაცხადა, „ლექსების გამოფენა" მისი საავტორო პროექტია, რომლის ფარგლებშიც უკვე 10 წელია კონკურსი იმართება, სადაც მონაწილოებას იღებენ პოეტები და პროზაიკოსები (ასი სიტყვა). პროექტის ავტორის თქმით, წელს ბათუმის მერიამ აღნიშნული პროექტი მიითვისა, დაამახინჯა და ტენდერზე გამოიტანა.
მიუხედავად ბათუმის მერიის გადაწყვეტილებისა, „ლექსების გამოფენის" ავტორის ცნობით, 17-18 მაისს ბათუმში მერიისგან დამოუკიდებლად ჩატარდება „ლექსების გამოფენა".
რაც შეეხება „ლექსების გამოფენის" მონაწილეებს, პოეტებსა და პროზაიკოსებს, მათი განცხადებით, ისინი მხარში დაუდგებიან ზაზა ფირცხალაიშვილს და პროექტის გადარჩენას მასთან ერთად განაგრძობენ.