reportiori.ge - დავით ჩხიტუნიძის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა დოკუმენტაციას ამზადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:09
სამართალი
დავით ჩხიტუნიძის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა დოკუმენტაციას ამზადებს
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 15:02

მთავარი პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ჩხიტუნიძის ათენში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რეპორტიორი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ 2013 წლის 1 ივლისს დავით ჩხიტუნიძეს (შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, შემდგომში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის  მოადგილე) წარუდგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დავით მურთაზის ძე ჩხიტუნიძის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით 2013 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა საერთშორისო ძებნა ინტერპოლის  წითელი ცირკულარით.

ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე და საქართველოში ექსტრადიციის მიზნით  2013 წლის 13 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქ. ათენის აეროპორტში 14 სთ-სა და 30 წთ-ზე (ადგილობრივი დროით) დაკავებულ იქნა დ. ჩხიტუნიძე, რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას ქ. სტამბულის მიმართულებით.  დღეს, 14 აგვისტოს ათენის სასამართლომ დ. ჩხიტუნიძეს შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა.

ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს
“-ნათქვამია განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016