reportiori.ge - ასავალ-დასავალოფობია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:44
პრეს-დაიჯესტი
ასავალ-დასავალოფობია
ავტორი:
27 აპრილი, 2014. 11:12

ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის უამრავ ფობიასა თუ კომპლექსს, ბოლო ხანებში კიდევ ერთი ფობია დაემატა, რომლის დამარცხებასაც ის მისთვის ჩვეული ხერხებით ცდილობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში მიშას წარმატების შანსები ძალიან ნაკლები აქვს.


საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მიშას ფობია თვითმფრინავის ხმის მიმართ, რომელიც დაოთხილი გაქცევით და დაცვის ლაჯებში თავის გაყოფით მთავრდება ხოლმე, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მიშას ფობია ჯონდი ბაღათურიას მიმართ, როცა ის პარლამენტის დარბაზიდან კისრისტეხით გავარდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს მიშას ფობია საკუთარი ხალხის მიმართ, რომელთა ღირსებასაც თავისი რეჟიმის მეშვეობით ის 9 წლის განმავლობაში ფეხით თელავდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს მიშას ფობია პროკურატურის მიმართ, როცა მისი ფსიქიკა სკაიპით დაკითხვის შესაძლებოლობის დაშვებასაც კი ვერ უძლებდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს მიშას კომპლექსი ერთი კონკრეტული ხის მიმართ, სადაც ის თანატოლებისგან ოტებული ძვრებოდა ხოლმე და იქედან, თავის წარმოსახვაში ფეხბურთის მატჩს მსაჯობდა.
მიშას ფობიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამაზე მთელი საქართველო იცინოდა და დღესაც იცინის და ამ თემაზე დაწერა ალბათ არც ღირდა, რომ არა ერთი ძლიერი ფობია, რომელიც პრეზიდენტყოფილს აღმოაჩნდა და რომელმაც თავი, მისი რეჟიმის ლაქია-რუპორების მეშვეობით ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად იჩინა.


ამ ფობიას პირობითად „ასავალ-დასავალოფობია" შეიძლება ვუწოდოთ, რასაც სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი აღარც ან ვეღარც მალავს. ის, რომ კონკრეტულად ამ მედიასაშუალების მიმართ ბოლო დროს აგორებული ღვარძლიანი კამპანიის უკან ერთი კონკრეტული პიროვნება, უფრო სწორად კი ერთი პიროვნების ფობია დგას, ეს ეჭვს აღარ იწვევს, თუმცა კიდევ უფრო გასაოცარი, „თავისუფალი მედიის" იმ წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა პოზიციაა, რომლებიც ამ სფეროში საზოგადოებას თავს მეტრად აჩვენებენ.
გაზეთის მიმართ დაწყებულ კამპანიას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და მათგან ორივე ძალიან ახლოსაა რეალობასთან და შესაძლოა, რომ ამ კამპანიის მიზეზი ორივე ერთად იყოს.


დავიწყოთ იქედან, რომ ერის საპროტესტო მუხტის შენარჩუნებაში, იმ პერიოდში, როცა ადამიანებს ტელეფონზე ალო-ს თქმისაც კი ეშინოდათ, - „ასავალ-დასავალს" უდიდესი წვლილი მიუძღვის და აქედან გამომდინარე, უდიდესი წვლილი მიუძღვის იმ რეჟიმის ჩაქვესკნელების (თუ ვინმეს „არაეთიკურად" მოგეჩვენებათ ცივი წყალი დალიეთ) საქმეში, რომელი რეჟიმიც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვით, ქვეყნის გაღატაკებით, საკუთარი ხალხის მიმართ ექსპერიმენტების ჩატარებით, საჯიშე ახალგაზრდების ქუჩაში ბეღურებივით ხოცვითა და სამეგრელოს ტყეებში საწყალი ხალხის (მამაკაცების) 35 ლარად გაუპატიურებით იყო დაკავებული.



ის, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი მედიის მიმართ ხელისუფლებაში მოსვლამდე კარგად შენიღბული ფობია ჰქონდა, მისი გაპრეზიდენტებიდან უახლოეს პერიოდში გამოჩნდა, როდესაც პირველი იერიში დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე მიიტანა. ამის შემდეგ ბეჭდური მედიის და მათ შორის „ასავალ-დასავალის" ჯერიც დადგა, როდესაც 100-მდე რედაქცია, მაშინდელი პარლამენტარის ვან ბაიბურთის ვაჟკაცმა და მისმა ამფსონებმა, საკუთარი ოფისებიდან ძალით გამორეკეს და აპარატურა პირდაპირ ქუჩაში გამოუყარეს.


მიუხედავად იმისა, რომ პრესაზე ასეთი ზეწოლა ხორციელდებოდა, ქართული მედის მცირე ნაწილმა და მათ შორის „ასავალ-დასავალმა" ნამდვილად შეძლო, რომ თავისუფლების ხარისხი შეენარჩუნებინა და არაკახაბერისთვის კახაბერი არ ეწოდებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ძალისმიერი მეთოდებით დაიმორჩილა რა ელექტრონული მედია ანუ ტელევიზიები და მათი აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი პერსონის მეხოტბედ აქცია, გადაწყვიტა, რომ ბეჭდური მედია სხვა ხერხებით ჩაეძირა და ადრე გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები შეცვალა.



კონკრეტულად კი, ყველას გვახსოვს, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტი და ქვეყნის სამუდამო სირცხვილი მიხეილ სააკაშვილი, ქართული გაზეთების არაკომპეტენტურობაზე ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ ბეჭდური მედიის დაბალკვალიფიციურობის გამო, მას არც კი ვკითხულობო.
სააკაშვილის მსგავსი გამოსვლები იყო მესიჯი მისი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, რომ ბეჭდური მედია დაეიგნორებინათ, მისთვის მნიშვნელობა არ მიენიჭებინათ და „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის" პრინციპით ემოქმედათ, რასაც ალბათ, პრეზიდენტყოფილის გათვლებით, მისი არამეხოტბე გაზეთების ჩაძირვა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, საზოგადოებაში მის მიმართ არსებული ზიზღისა და აგრესიის ხარჯზე, სრულიად საპირისპირო სურათი მიიღო და სიმართლის მთქმელი გაზეთების მიმართ საზოგადოების მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.


რა თქმა უნდა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ ტენდენციას ამჩნევდა, თუმცა არ იმჩნევდა. სწორედ აღნიშნული მედიასაშუალებები და მათ შორის „ასავალ-დასავალი" იყვნენ, ვინც მასობრივი ტერორის პირობებში სიმართლის შეულამაზებლად თქმას ბედავდნენ და ბედავდნენ აგრეთვე გამოსარჩლებოდნენ იმ ასეულობით უდანაშაულო ადამიანს, რომლებიც „სამშობლოს მტრების" იარლიყით, სააკაშვილ-მერაბიშვილის სისხლიან ტანდემს ციხეეში ჰყვდა გამოკეტილი.


როგორც აღვნიშნეთ, სწორედ „ასავალ-დასავალი" იყო ერთ-ერთი იმ მედიასაშუალებათაგანი, რომელმაც სააკაშვილის „წათრევა-წაშავება-წაბნელებას" ხელი დიდწილად შეუწყო და, რა თქმა უნდა, მშობლიურ ამერიკას თავშეფარებული პრეზიდენტყოფილი ამას კარგად აცნობიერებს.
სწორედ ეს ფაქტორი და ამის გამო დაგროვებული ბოღმაა ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი იმ ისტერიკისა, რასაც ბოლო პერიოდში „ასავალ-დასავალის" მიმართ აქვს ადგილი.


მეორე სავარაუდო მიზეზი კი გაცილებით უფრო სერიოზულია და ის „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების სამზადისის ერთ-ერთ კომპონენტად შეიძლება განვიხილოთ. ანუ, შესაძლოა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა სრულად გააცნობიერეს ის, თუ რა როლი ითამაშა აღნიშნულმა გამოცემამ მათი რეალური სახის წარმოჩენაში და იმის გამო, რომ ეს გაზეთი მომავალშიც ყელში არ გაეჩხიროთ, ცდილობენ მისი დისკრედიტაციის გზით რეიტინგი დაუკარგონ და ამით ერთ-ერთი მამხილებელი ჩამოიშორონ, რაც მათ და მათთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს დაეხმარება, რომ საზოგადოებას ის სიბოროტეები მალე დაავიწყონ, რაც მათ თითქმის 10 წლის მანძილზე ჩაიდინეს და სხვათა შორის, რისი მცდელობებიც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არიან, - დღესაც აქვთ.
ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებენ ისინი ხელისუფლებაში მობრუნებას და „ასავალ-დასავალის" დისკრედიტაციას, თუმცა ბოლო დროს ატეხილი ისტერიკა, ამ ყველაფრის სამზადისზე ნამდვილად მიუთითებს.



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააკაშვილისგან დაწყებული და „ნაცონალური მოძრაობის" „ფეისების" მიერ ატაცებულ ისტერიკას, მხარი ქართული ჟურნალისტიკის ზოგიერთმა „მეტრმაც" დაუჭირა. სხვათა შორის, ამ „მეტრების" პროტესტი ქართულ საზოგადოებას ნამდვილად არ გაუგონია მაშინ, როცა თავისუფალი მედიის მიმართ სააკაშვილის ზონდერები ანგარიშსწორებას პირდაპირ ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და მხუთავი გაზით აწარმოებდნენ.


საერთოდ კი, საკითხავია ვინ ანიჭებს საქართველოში ადამიანებს ექსპერტის, განსაკუთრებით კი მედიაექსპერტის სტატუსებს?
ილფისა და პეტროვის უკვდავი ქმნილების გმირები მახსენდებიან, როდესაც ოსტაპმა კისა „რუსული დემოკრატიის" მამად მონათლა და ამავდროულად უბრძანა, რომ სხვების თვალში ამ სტატუსის გასამართლებლად, მას კომპეტენტური სახე მიეღო და ლოყები ებერა.
თუ მხოლოდ დაყენებული კომპეტენტურისახე და დაბერილი ლოყებია მედიაექსპერტის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველოს თავი ქუდში აქვს, რადგან ასეთების ნაკლებობას საუბედუროდ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ უჩივის.
რაც შეეხება „სიძულვილის ენას," რაზეც „ასავალ-დასავალს" ედავებიან, ბატონებო გადახედეთ სააკაშვილის დროინდელ, მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებისა და გაზეთების, ასევე ინტერნეტმედიის ენას და მიხვდებით, რა არის სინამდვილეში სიძულვილის, ზიზღის, არაკომპეტენტურობისა და ცილისწამების ენა.


ამას ქართული საზოგადოება სამწუხაროდ 9 წლის განმავლობაში იტანდა და ვერ ვიხსენებ მომენტს, როდესაც ამ ყველაფრის წინააღმდეგ, დაყენებულსახიან და ლოყებდაბერილ „მედიაექსპერტებსა" და „მედიის უფლებათა" დამცველებს ხმა პრინციპულად აღემაღლებინოთ.
ასე, რომ საიდან უბერავს დისკრედიტაციის მცდელობის სიო, ძნელი გამოსაცნობი არ არის, ხოლო თუ ვინმეს მიაჩნია, რომ „ასავალ-დასავალი" სიძულვილის ენაზე საუბრობს, შექმენით გაზეთი, რომელიც „სიყვარულის ენაზე" ისაუბრებს, გაუწიეთ კონკურენცია აღნიშნულ გამოცემას და თუ მკითხველს თქვენ უფრო საინტერესო პროდუქტს შესთავაზებთ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, თქვენთვის საძულველ გამოცემას ავტომატურად ჩაძირავთ. თუმცა, ამას მხოლოდ იმის გამო ვერ გააკეთებთ, რომ საბედნიეროდ ქართული საზოგადოება უკვე მართალია არა საბოლოოდ, მაგრამ მაინც საკმარისად გამოფხიზლდა და მსგავს იაფასიან თავსმოხვეულ „სიყვარულის ენას," რომლის იქეთაც უდიდესი ბოროტება იმალება, - აღარ ჭამს.



რაც შეეხება იმ კაცს, რომელსაც, თავისი ფსიქიური წონასწორობის მდგრადობის დონიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც გამოძიებისა და პატიმრობის პერსპექტივის გახსენებისას აკანკალებს, სწორედ ასევე აკანკალებს „ასავალ-დასავალის" ხსენების დროსაც.
p.s. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანისა და მისი სულიერი ძმების კრიტიკა, რომლებიც "საკუთარი დედის ბაყვებით გამთბარ უნიტაზთან შეხებისას იგზნებიან," ვერც „ასავალ-დასავალს" და ვერც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს ვერაფერს დააკლებს, ხოლო ვინც გაზეთს იმის გამო ებრძვის, რომ იქ უცენზური სიტყვები იწერება, გადახედონ თავიანთი თანამოაზრე „მწერლების შემოქმედებას" და უცენზურო სიტყვებთან დაკავშირებით განცხადებები მერე აკეთონ. გასაგებია, რომ ბოკაჩოს ხელოვნების დონემდე ასვლა მხოლოდ ერთეულ, ეპოქის შვილთა ხვედრია, მაგრამ სინდისიან ადამიანს მინიმუმ იმის გაცნობიერება მაინც უნდა შეეძლოს, რომ მისგან ბოკაჩო არასოდეს გამოვა.


ალეკო ჩუბინიძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი"
 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016