reportiori.ge - ანდრეი კარაულოვი: დარწმუნებული ვარ, პრემიერ ჟვანიას, ჩემი ამხანაგის, მკვლელობა მისი (სააკაშვილის) საქმეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:45
პრეს-დაიჯესტი
ანდრეი კარაულოვი: დარწმუნებული ვარ, პრემიერ ჟვანიას, ჩემი ამხანაგის, მკვლელობა მისი (სააკაშვილის) საქმეა
ავტორი:
27 აპრილი, 2014. 11:21

„არგუმენტი ფაქტი" დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთია (2244058). ვრცელდება მთელ მსოფლიოში (საქართველოში ქართული ჩანართით იბეჭდება). ბოლო, აპრილის ნომერში (№ 17) რუბრიკით - „გულახდილად პირადულზე" დაბეჭდილია ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეპროგრამა „ჭეშმარიტების მომენტის" ავტორის ანდრეი კარაულოვის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი პირველად უპასუხებს გულახდილად კორესპონდენტის ბევრ „უხერხულ" კითხვას. ქვემოთ გთავაზობთ გაზეთის კორესპონდენტის ერთ-ერთ კითხვაზე ანდრეი კარაულოვის ერთ-ერთ პასუხს.


- თქვენზე ამბობენ, რომ ხშირად იცვლით აზრს, როგორც ფლუგერი, „ადვილად ეხამებით პოლიტიკურ სიტუაციას". სწორედ ამაში გდებენ ბრალს. აი, მარტო ერთი მაგალითი. თქვენ დიდი ხნის მანძილზე ლაპარაკობდით: საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენი მეგობარიაო. ამჟამად კი ეს „ნიუ-იორკელი ბიჭუნა" „კაცაპების" წინააღმდეგ კონსულტაციებს უწევს „ნარინჯოვან პრინცესას" ტიმოშენკოს. ახლა უკვე სააკაშვილის წინააღმდეგი ხართ.

- თბილისში სააკაშვილი მიჩვენებდა თავის კაბინეტთან შეერთებულ ოთახს ადმინისტრაციაში: „მინდა, რომ ჩემ გვერდით იყოს რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის კაბინეტიო". ეს იყო ათი დღის შემდეგ პირველი ინაუგურაციიდან. რა მოუვიდა შემდეგ, საიდან გაუჩნდა მოულოდნელად ასეთი რომანი ბუშ-უმცროსთან? ამის შესახებ მხოლოდ მკითხაობა შემიძლია. არ არის საინტერესო ეს თემა. სააკაშვილი, პრეზიდენტი, ნაძირალა გამოდგა - რას ვიზამთ, აეა ეს ახლა. დარწმუნებული ვარ: პრემიერ ჟვანიას - ჩემი ამხანაგის მკვლელობა, - მისი საქმეა.




გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"

26. 04. 29014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016