ამერიკელი გოგონა რეიჩელი საკუთარი მეცხრე დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე, უწყლობაზე იყო საუბარი.
რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იტანჯება და გადაწყვტა ამ ბავშვებს დახმარებოდა.
დედის დახმარებით რეიჩელი საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე დარეგისტრირდა, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღეზე საჩუქარი და ფული იმ ბავშვებისთვის შეეწირათ, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას უნდოდა 300 დოლარის შეგროვება, რათა ამ ფასად 15 ბავშვს მაინც შეძლებოდა სუფთა წყლის მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა.
აღნიშნული მოვლენიდან ძალიან მალე ამერიკა უბედური შემთხვევის შესახებ ცნობამ შეძრა: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის გაგების შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ამის შემდეგ მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის ეჩუქებინა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად. მსოფლიომ შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე.
სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე ადგომითა და ოვაციით შეეგება. ეს იყო მადლიერების გამოხატულება იმისთვის, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან.