ხსნადი ყავა იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ქიმიკოსმა სატორი კატომ 1901 წელს შექმნა. მიუხედავად ამისა, კატომ მისი წარმოება ვერ შეძლო. 1906 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა ჯორჯ კონსტანტ ლუის ვაშინგტონმა ხსნადი ყავის პირველი რეცეპტი შექმნა. 1906 წელს მან გაყიდვაში ჩაუშვა ხსნადი ყავა სახელწოდებით „Red E Coffee". ვაშინგტონმა 1909 წელს ყავის საკუთარი კომპანია დააარსა, რომელმაც დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა. ვაშინგტონის კომპანია პირველი მსოფლიო ომის დროს ყავით უზრუნველყოფდა ჯარისკაცებს.
ომის დროს ხსნად ყავაზე დიდი მოთხოვნილება იყო, რადგან სამხედრო მოხელეები მიხვდნენ, რომ ყავა მათი ენერგიულობის ერთერთი საუკეთესო გარანტი იყო.
30-იან წლებში ხსნადი ყავის რეცეპტი ქიმიკოსმა მაკს მორგენტალერმა დახვეწა. 1938 წლიდან კი საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ახალი ხსნადი ყავა სახელწოდებით -„Nescafe".