reportiori.ge - განსხვავებები ჭკვიანსა და სულელ ქალს შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:59
სხვადასხვა
განსხვავებები ჭკვიანსა და სულელ ქალს შორის
ავტორი:
27 აპრილი, 2014. 19:13


სოციოლოგიური გამოკითხვებისა თუ გამკვლევების მიხედვით ბევრჯერ დამტკიცდა, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ჭკვიან ქალებს ერიდება, სულელებს კი უკეთ ეგუება. მოცემულ მასალაში გთავაზობთ განსხვავებას ჭკვიან და სულელ ქალს შორის:



სულელი, უმეტესწილად, ბუნებრივად მიმზიდველია და შეუძლია, ცხოვრების დინებას მიჰყვეს. ჭკვიანი ქალი კი გარეგნობით ნაკლებად მანიპულირებს და წინა პლანზე პიროვნულ ღირსებებს წამოსწევს.



სულელს უღირს საქციელსაც კი მიუტევებენ, ამბობენ, - უნებლიეთ, სისულელით მოუვიდაო. ჭკვიანს შეცდომებს არასოდეს აპატიებენ.



სულელი უსიამოვნო სიტუაციებს ოსტატურად არიდებს თავს და რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ერთადერთ სწორ გზას პოულობს. ჭკვიანი კი იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვას, ყველა ნაბიჯს ასჯერ აწონ-დაწონის, ამასობაში კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარ სიტუაციებსა და ინტრიგებში ეხვევა, თანაც სერიოზულად და ხანგრძლივად.



სულელი იღბლიანია - წარმატებით თხოვდება და ბედნიერადაც ცხოვრობს - რადგან მზად არის, ყველაფერი მოითმინოს. ჭკვიანი ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას ცდილობს და ქორწინებაში მთავარ კრიტერიუმად ქმრის პატივისცემას მიიჩნევს.



სულელს ყველა კითხვაზე მზად აქვს პასუხი, მას არ ღრღნის ეჭვები და მუდამ დარწმუნებულია თავის განუმეორებლობაში. ჭკვიანს კი ხშირ შემთხვევაში, თავდაჯერებულობა აკლია და საკუთარ შესაძლებლობებშიც ეჭვი ეპარება.



სულელი პრობლემების გაჩენისას იბნევა, ბედზე ჩივილს იწყებს და ცრემლებს აღვარღვარებს. მის მიმართ გარშემო მყოფები სიბრალულულით ივსებიან და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. ჭკვიანი არასდროს ტირის, ცდილობს, სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.



სულელი, როგორც წესი, მშვენივრად გამოიყურება, სილამაზის სალონში ბევრ დროს ატარებს და საყვარელს თუ მეუღლეს სიამოვნებით ყვლეფს. ჭკვიანი პრაქტიკულია, იცის ფულის ყადრი, არასდროს ფლანგავს მას და ხშირად, საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ეუბნება.



(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016