ბოლო დროს ხშირად წაგვიკითხავს მარილის მავნე თვისებების შესახებ და ზოგჯერ დიეტოლოგები რაციონიდან მის საერთოდ ამოღებასაც გვირჩევენ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება მარილის სიკეთეც და უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ზომიერად მოხმარებაც საჭიროა.
მარილს დეზინფექციური, იარების შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს; აგრეთვე, ჩირქიან იარებსაც კურნავს. ამისათვის ქაღალდის ხელსახოცი მარილიან წყალში დაასველეთ, იარაზე დაიდეთ და დოლბანდით შეიხვიეთ. ასეთი პროცედურების შემდეგ იარა გასუფთავდება, ვარდისფერ ფერს დაიბრუნებს და მალე შეხორცდება.
ფეხების შეშუპების დროსაც მარილიანი წყალი გიშველით. ამისათვის 0,5 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 3 ს/კ მარილი. სითხეში დაასველეთ ბამბის ნაჭერი და შემოიხვიეთ ტერფებზე, ზემოდან პლასტიკატის პაკეტი ჩამოიცვით და ცოტა ხანში სიმძიმის შეგრძნება გამქრალი იქნება.
მარილს გაციების, თავის ტკივილის განკურნებაც შეუძლია. მარილიან წყალში დასველებული ნაჭერი თავზე შემოიკარით და თავის ტკივილი მომენტალურად გაგივლით. გაციების დროს კი მარილიანი ნაჭერი თავზე, ყელსა და ზურგზე დაიფინეთ.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელდებით. აგრეთვე, გაციების საწყის ეტაპზე კარგია მარილიანი წინდების ჩაცმა. წინდები მარილიან ცხელ წყალში დაასველეთ, შემდეგ კარგად გაწურეთ, ჩაიცვით და ზემოდან სათბურა დაიდეთ. გაციება ვეღარ მოგერევათ.
მწერების ნაკბენზეც ძმრისა და მარილის ნარევი (5 წილი ძმარი, 1 წილი მარილი) წაისვით.