reportiori.ge - წარმატების 6 გაკვეთილი მენეჯერების გურუსგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:22
სხვადასხვა
წარმატების 6 გაკვეთილი მენეჯერების გურუსგან
ავტორი:
27 აპრილი, 2014. 19:18

ლიდო ენტონი იაკოკა, ლეგენდარული ამერიკელი მენეჯერი და რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია. ის კომპანია Ford-ის ერთ-ერთი პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით კორპორაცია Chrysler-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოუშვა კომპანია Ford-მა პოპულარული ავტომობილი Ford Mustang-ი.


იაკოკამ 32 წლის განმავლობაში გაიარა გზა კომპანიის ჩვეულებრივი ინჟინერიდან Ford-ის დირექტორობამდე. თუმცა, 1978 წლის 13 ივლისს მას კომპანიის პრეზიდენტთან, ჰენრი ფორდ II-სთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც სამსახურიდან წავიდა. ამის შემდეგ იწყება მისი კარიერა Chrysler-ში. მან რთულ მდგომარეობაში მყოფი კორპორაცია Chrysler-ი გაკოტრებისაგან იხსნა.


წარმოგიდგენთ, ამერიკული ავტოწარმოების გენიალური მენეჯერის, ლი იაკოკას წარმატების 6 საიდუმლოს:


1. მოერგეთ ადამიანების მოთხოვნებს


ლი იაკოკას მამამისი ყოველთვის ეუბნებოდა, როდესაც დაგიდგება რთული პერიოდი, დაკავდი სარესტორნო ბიზნესით, რადგან როგორ ცუდადაც არ უნდა მიდიოდეს საქმე, ადამიანები ჭამას მაინც არ შეწყვეტენ. ლის მამის რჩევა არასოდეს დავიწყებია.

 

2. გაითვალისწინეთ კრიზისული პერიოდის გამოცდილება


მიუხედავად იმისა, რა ფინანსური მდგომარეობა გაქვთ ამჟამად, არასდროს არ გტოვებდეთ ფიქრი შესაძლო კრიზისის შესახებ. უმჯობესია, თუკი მფლანგველობისადმი სიძულვილს გამოიმუშავებთ.

 

3. გამოძებნეთ დრო გართობისა და დასვენებისთვის


ლი იაკოკას მამა ყოველთვის ახსენებდა, რომ უმჯობესია ცხოვრებით ტკბობა. ამიტომ, რამდენსაც არ უნდა მუშაობდეთ, ყოველთვის გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის.


4. იყავით დისციპლინირებული და შეუპოვარი


როდესაც მომავალმა მენეჯერმა უნივერსიტეტში ჩააბარა, ის ბეჯითად მუშაობდა ცოდნის მისაღებად. მუშაობისას ყოველთვის თიშავდა რადიოს, რათა არაფერს გაეფანტა მისი ყურადღება. ის საკუთარ თავს არწმუნებდა: "სამი საათის განმავლობაში მე მთელი ძალისხმევით ვიმუშავებ და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ მივატოვებ საქმეს და წავალ კინოში". იმისთვის, რომ ბიზნესში ან ნებისმიერ სხვა საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, მნიშვნელოვანია შეგეძლოთ კონცენტრირება და თქვენი დროის რაციონალურად განაწილება.


5. დაგეგმეთ თქვენი დღის რეჟიმი


მნიშვნელოვანია შეგეძლოთ დღის დაგეგმვა. ხშირად, მენეჯერები მიდიოდნენ იაკოკასთან და ამაყად ეუბნებოდნენ: "იცით, გასულ წელს იმდენი ვიმუშავე, რომ შვებულებითაც არ მისარგებლია". ამაში კი საამაყო არაფერია. მთავარი მენეჯერი ყოველთვის ფიქრობდა - "აი, ნამდვილი სულელი, სურს იმაში დამარწმუნოს, რომ შეუძლია 80 მილიონიან ობიექტზე აიღოს პასუხისმგებლობა. მაგრამ მაშინ როგორ არ შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში გამონახოს 2 კვირა სადმე გასამგზავრებლად და ოჯახთან ერთად გასართობად?!".


6. განსაზღვრეთ პრიორიტეტები


მომავალი მენეჯერი პრიორიტეტების განსაზღვრის ხელოვნებას ჯერ კიდევ კოლეჯში დაეუფლა. ის მიიჩნევდა, რომ პრიორიტეტების განსაზღვრის ცოდნა იყო მისი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი.

 

 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)

(წყარო:bpn.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016