reportiori.ge - იაპონური გამახაალგაზრდავებელი ნიღაბი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:16
სხვადასხვა
იაპონური გამახაალგაზრდავებელი ნიღაბი
27 აპრილი, 2014. 19:51


ყველამ კარგად ვიცით, რომ იაპონელები უბერებლები არიან. აი, ერთ-ერთი საიდუმლო, რომელსაც ამომავალი მზის ქვეყნის ქალბატონები გვიმხელენ.


ამ ნიღბის გაკეთებას მარტივად შევძლებთ სახლის პირობებში.


თქვენ დაგჭირდებათ:


ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი


თაფლი - 1 ჩაის კოვზი


წყალი - 4 სუფრის კოვზი


მარგალიტის პუდრი - 1 სუფრის კოვზი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში ან კოსმეტიკის ონლაინ-მაღაზიებში)


კარგად გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით წყალი და კარგად მოხარშეთ. ბრინჯის ფაფა მშრალი არ უნდა გამოვიდეს, საკმაოდ წვნიანი უნდა იყოს.


დააბლენდერეთ მოხარშული ბრინჯი ან გაატარეთ საცერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


ახლა ბრინჯის მასას დაუმატეთ თაფლი, მაგრამ სანამ ამას გააკეთებდეთ, დარწმუნდით, რომ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. ბოლოს კი დაუმატეთ მარგალიტის პუდრი.


ეს ინგრედიენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონელ ქალებში. სწორედ ეს საოცარი პუდრი ანიჭებს კანს მბზინავ იერს და მას გლუვს ხდის. ნუ შეგეშინდებათ, თუ ეს ინგრედიენტი უცხოა თქვენთვის. მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ კოსმეტის ინტერნეტ-მაღაზიებში და ზოგიერთ აფთიაქშიც კი.


კარგად აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი და თბილ-თბილი დაიდეთ სახეზე, ასევე, ყელზე. რა თქმა უნდა, წინასწარ კარგად უნდა გაიწმინდოთ კანი. გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთი და ჩამოიბანეთ. სულ რამდენიმე ასეთი პროცედურა და თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სახის ლამაზი ფერით, მისი სიგლუვით და გამქრალი ნაოჭებით!

 

 

მომზადებულია marao.ge-ს მიხედვით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016