reportiori.ge - ავსტრიაში დამლაგებლის ფუნქციის მქონე რობოტმა თავი მოიკლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:33
სხვადასხვა
ავსტრიაში დამლაგებლის ფუნქციის მქონე რობოტმა თავი მოიკლა
ავტორი:
28 აპრილი, 2014. 11:06


ავსტრიის დაბა ხინტერშტოდერში უნიკალური ინციდენტი მოხდა. დამლაგებლის ფუნქციის მქონე რობოტმა თავი მოიკლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სანამ მეპატრონეები სახლში არ იმყოფებოდნენ, რობოტმა თავი ელექტროღუმელზე დაიწვა.


სუიციდამდე რობოტის მფლობელმა, 44 წლის ჰელმუტ კნივასსერმა საკუთარ ელექტრონულ დამხმარეს მაგიდიდან დაფანტული ბურღულეულის ალაგების  დავალება მისცა. როცა კიბერდამლაგებელმა დავალება შეასრულა, პატრონმა რობოტი გამორთო და ოჯახთან ერთად სასეირნოდ წავიდა. მისი ვერსიით, სახლში არყოფნის პერიოდში მოწყობილობა თავისით ჩაირთო, ელექტრონულ ღუმელზე აძვრა, ქვაბი გასწია, ღუმელის ჩამრთველი გადაწია და თავი დაიწვა, პარალელურად კი სახლში ხანძარი გააჩინა.


დაზარალებულისგან განსხვავებული ვერსია აქვთ ადგილობრივ მეხანძრეებს. მათი ვარაუდით, სახლის მეპატრონეს ღუმელის გათიშვა თავად დაავიწყდა. ავსტრიელი ჟურნალისტები ხუმრობენ, რომ კიბერდამლაგებელმა მონოტონურ და დამღლელ სამუშაოს ვერ გაუძლო".


როგორც ჩანს, მისი ინტელექტი ხელოვნური არ ფილა", - წერენ ადგილობრივ მედიაში.


თავის მხრივ, კნივასსერი აპირებს, უჩივლოს კომპანიას, რომელმაც მას სუიციდისკენ მიდრეკილი რობოტი მიჰყიდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016