28 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროექტ „თანადგომის" ეგიდით წყნეთის კულტურის სახლში ტრიო „ბრავოს" კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან აფხაზეთის ა/რ კულტურისა და განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა შავგულიძე და სახელოვანი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე. მთავრობის წარმომადგენლები დევნილებს მოკლედ გააცნობენ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.
პროექტი „თანადგომა"საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დევნილთა დასახლებებში სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად სპეციალური ლექცია-კონცერტების ორგანიზებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის გარდა, პროექტს მხარს უჭერს: დევნილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორისა და შერიგების და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატები.