reportiori.ge - ტრიო „ბრავოს“ კონცერტი წყნეთის კულტურის სახლში გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:30
კულტურა
ტრიო „ბრავოს“ კონცერტი წყნეთის კულტურის სახლში გაიმართება
ავტორი: ანა ნოდია
28 აპრილი, 2014. 12:30


28 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროექტ „თანადგომის" ეგიდით წყნეთის კულტურის სახლში  ტრიო „ბრავოს" კონცერტი გაიმართება.


ღონისძიებას დაესწრებიან აფხაზეთის ა/რ კულტურისა და განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა შავგულიძე და სახელოვანი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე. მთავრობის წარმომადგენლები დევნილებს მოკლედ გააცნობენ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას და  მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.


პროექტი „თანადგომა"საქართველოს სხვადასხვა რეგიონის  დევნილთა დასახლებებში სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად  სპეციალური ლექცია-კონცერტების ორგანიზებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის გარდა, პროექტს მხარს უჭერს: დევნილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორისა და შერიგების და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატები.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016