reportiori.ge - ერგნეთში ქართულმა მხარემ ოკუპანტების მიერ "TV 3"–ის გადამღები ჯგუფის დაკავება დაგმო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:00
კონფლიქტები
ერგნეთში ქართულმა მხარემ ოკუპანტების მიერ "TV 3"–ის გადამღები ჯგუფის დაკავება დაგმო
28 აპრილი, 2014. 20:29


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სოფელ ერგნეთში გამართულ 44-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვში "ტვ-3"-ის გადამღები ჯგუფის დაკავების ფაქტი დაგმო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჟურნალისტების სწრაფად გათავისუფლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მხარეების კონსტრუქციულმა მიდგომამ და "ცხელი ხაზის" ეფექტურად მუშაობამ. 

 


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააყენეს ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების სხვა ფაქტების საკითხიც.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელ ღოღეთს, სადაც ადგილობრივები მავთულხლართების გავლების გამო საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მოვლას ვერ ახერხებენ.


ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე სოფელ კოშკაში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ოსურმა მხარემ აღნიშნული საკითხის შესწავლის მზაობა დააფიქსირა. 


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო, 45-ე შეხვედრა სოფელ ერგნეთში 3 ივნისისთვის დაიგეგმა.
დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016