reportiori.ge - "ტიტანიკზე" დაწერილი უკანასკნელი წერილი 200 ათას დოლარად გაიყიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:14
სხვადასხვა
"ტიტანიკზე" დაწერილი უკანასკნელი წერილი 200 ათას დოლარად გაიყიდა
ავტორი:
28 აპრილი, 2014. 22:35

 

 

 

 

"ტიტანიკზე" ესტერ ჰარტის მიერ, კატასტროფამდე 8 სთ-ით ადრე დაწერილი წერილი 200 ათას დოლარად გაიყიდა.


წერილი აუქციონზე Henry Aldridge & Son-მა გამოიტანა. ვაჭრობა 101 000 ფუნტ სტერლინგზე გაჩერდა. ლოტს ზედნადების სახით თანხა დაემატა და ღირებულებამ 119 000 ფუნტი (თითქმის 200 ათასი დოლარი) შეადგინა, რაც აუქციონერების თქმით, მსგავს წერილებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.



"ეს წერილი უნიკალურია, რადგან "ტიტანიკის" ბორტზეა დაწერილი. მთავარი ისაა, რომ ის დაწერილია კვირას, 14 აპრილს, აისბერგთან შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე", - აღნიშნა აუქციონერმა ენდრიუ ოლდრიჯიმ.



წერილი იმის გამო გადარჩა, რომ ის მოთავსებული იყო მამაკაცის პალტოში, რომელიც ესტერს ქმარმა ნავში გადაჯდომის დროს გადასცა. ესტერის ქმარი ბენჯამენი კი დანარჩენ 1500 მგზავრთან და ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაიღუპა.



წერილი განკუთვნილი იყო ესტერის დედისთვის, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობდა. წერილში აღწერილია, თუ როგორ მშვენივრად მიდის მათი მოგზაურობა. ესტერი წერს, რომ ნიუ იორკში დათქმულ დროს ჩავლენ, რადგან ლაინერი რეკორდული სიჩქარით მოძრაობს. წერილს თან ესტერის 7 წლის ქალიშვილის, ევას მინაწერიც ერთვის.



წერილში ესტერ ჰარტი აღწერს, რომ მგზავრობისას ის ზღვის დაავადებამ შეაწუხა და არ შეეძლო არაფრის ჭამა ან დალევა. ესტერი ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ ხომალდი ირყევა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ლაინერის რეკლამირებისას ამბობდა, რომ ხომალდს სტაბილიზაციის სპეციალური სისტემა გააჩნდა, რის გამოც ის ნაკლებ ირხეოდა.



"მატროსები ამბობენ, რომ ცურვა შესანიშნავად მიდის", - წერს ესტერი. 



როგორც ცნობილია, "ტიტანიკი" 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ხომალდი საუთჰემპტონიდან ნიუ იორკისკენ მიემართებოდა და პორტიდან გასვლიდან მეხუთე დღეს ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა.




(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

წყარო: BPN


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016