reportiori.ge - ინტერნეტში შესვლა ყავის ჭიქით იქნება შესაძლებელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:12
სხვადასხვა
ინტერნეტში შესვლა ყავის ჭიქით იქნება შესაძლებელი
ავტორი:
28 აპრილი, 2014. 23:52


ფინეთში  ყავის ჭიქები გამოვა, რომელიც მფლობელს ინტერნეტში შესვლის საშუალებას მისცემს. ჭიქის პატრონი ჭიქის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ სმარტფონთან იქნება დაკავშირებული, ინტერნეტში შევა.


სასიამოვნო გაჯეტი ფინეთის მსხვილმა ყავის კომპანიამ შეიმუშავა. როგორც ჭიქის შემქმნელები აცხადებენ, ნივთში ჩამონტაჟებულია ეკრანი და Bluetooth-ის მოდული, რომლის საშუალებითაც მოწყობილობა სმარტფონს უკავშირდება.



ეკრანი რეაგირებას ჭიქაში ცხელი წყლის ჩასხმის შემდეგ მოახდენს - ცხელი სითხისგან მიღებული ენერგიის წყალობით, მონიტორი ჩაირთვება. ჭიქის პატრონს Bluetooth-ი ეკრანზე ნებისმიერი სახის გამოსახულების განთავსების შესაძლებლობას მისცემს.



როგორც კი სმარტფონი Bluetooth-ისგან სიგნალს მიიღებს, ინტერნეტთან დაკავშირება მოხდება. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ყავის ტემპერატურის გაგება და იმის შეფასება, სასმელი რამდენად ცხელია ან ცივი.



შემქმნელები ჯერჯერობით ჭიქის გამოყენების დამატებით ინსტრუქციას არ ასაჯაროებენ. არ არის გამორიცხული, რომ ახალ გაჯეტს ფუნქციები დაემატოს. ჭიქა გაყიდვაში 2015 წელს გამოჩნდება.



ცნობილია, რომ ფინელები ყავის მოხმარებით მსოფლიოში პირველ პოზიციაზე არიან. მსოფლიოში ერთი ადამიანის მიერ წელიწადში მოხმარებული ყავის საშუალო მაჩვენებელი 5 კგ-ა, ფინეთში კი ეს რიცხვი 12 კგ-ს აჭარბებს.


 

 

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


წყარო: BPN 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016