reportiori.ge - ცოტნე გამსახურდია: განა ადამიანის ღვაწლი მხოლოდ მემორიალებით ფასდება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:33
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: განა ადამიანის ღვაწლი მხოლოდ მემორიალებით ფასდება?
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 21:41

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას  სახელის მინიჭების ინიციატივას მისი  ვაჟი გამოეხმაურა და ფეისბუქის“ გვერდზე  განცხადება გაავრცელა, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

მივესალმები ამ ინიციატივას და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში საზოგადოებისათვის არის აუცილებელი, რომ სწორად შეაფასოს წარსული და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას. ეს არც მის ოჯახს სჭირდება და მით უმეტეს, არც მიცვალებულს. ასევე, ეს სწორ გზას და მიმართულებას აჩვენებს მომავალ თაობებს.

პირადად მე სიკვდილის შემდეგ პომპეზური ღონისძიებები და პატივგება დიდ რამედ არ მიმაჩნია. სხვათა შორის, ასე ფიქრობდა გარდაცვლილიც...გაგიკვირდებათ და მისი გადმოსვენების დროს ჩემთვის სულ ერთი იყო, სად დაასაფლავებდნენ და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც პატრიარქს: განა ადამიანის ღვაწლი მხოლოდ მემორიალებით ფასდება? რამდენი ღირსეული ადამიანის და გმირის არათუ საფლავი, სახელიც არ ვიცით!.არ მგონია, რომ მათ ამით დააკლდათ რამე...

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვთვლი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება იმდროინდელი მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. რათა კარგსა და ცუდს სახელი დაერქვას და გაიგოს საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ვის რა წვლილი მიუძღვის ისტორიაში. 

შეფასებაში აბსოლუტურად არ ვგულისხმობ თუნდაც მამაჩემის აპოლოგიას ან რაღაც ცალმხრივ რიტორიკას. დაე, საზოგადოებრივმა კომისიამ დაადგინოს, რა იყო მისი ეპოქალური მიღწევა თუ შეცდომა, რა გააკეთა და რა - ვერ შეძლო. 

ეს არ ნიშნავს არც კუდიანებზე ნადირობას და არც მოწინააღმდეგეების დაგმობას. არაა აუცილებელი ვინმეს ყველაფერში ეთანხმებოდე, მით უმეტეს, ხელისუფალს. მე არაერთი მეგობარი მყავს, რომლებიც განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ იმ დროს ან სულაც კრიტიკულები იყვნენ მამაჩემის მიმართ. განსხვავებული აზრი - ადამიანის ძირითადი უფლებაა და არაფერი ამართლებს მის შეზღუდვას! მაგრამ ერთია, როცა ეს ადამიანი ამ აზრს ცივილიზებულად და არგუმენტირებულად გამოხატავს და მეორე, როცა ძალადობით და არაადამიანობით ამკვიდრებს თავის ხედვას, რომლის უკანაც ხშირად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ანგარება დგას. 

მოკლედ, განსხვავებული, თუნდაც მცდარი აზრი არ უნდა გახდეს ადამიანის დაგმობის და განკითხვის საფუძველი. მაგრამ, აბსურდია, როცა ერთის მხრივ ესოდენ პატივს მიაგებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, და ამავე დროს პერიოდულად ნაძირალა სიგუა და კიტოვანი გვმოძღვრავენ საინფორმაციო საშუალებებით, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე ალბათ მხოლოდ ჩვენში შეიძლება მოხდეს: აქ ხომ არასდროს არსებობდა მკაფიო მორალური კრიტერიუმები და ორიენტირები! აქ ხომ ყველა ყველას აგინებს, მაგრამ ყველა ყველას "ახლობელია"; აქ ხომ ცუდი კარგია და კარგი ცუდი, გააჩნია საქმეს როგორ სჭირდება; აქ ხომ "...и нашим, и вашим"...

 

პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვისაც კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის , სიცოცხლის, საკუთრების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიუძღვის შეგნებული, მძიმე დანაშაული. სხვანაირად, ამ ქვეყნის განვითარება  წარმოუდგენელია."

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016