reportiori.ge - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის თნამშრომლობა დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:49
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის თნამშრომლობა დაიწყო
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 21:43

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2013 წლის იანვრიდან დაიწყო ინტენსიური თანამშრომლობა, რის საფუძველზეც სააგენტოს ყოველთვიურად მოეწოდება ინფორმაცია, როგორც ფიზიკური პირების შემოსავლების, აგრეთვე წელიწადში ერთხელ ინდმეწარმეების ყოველწლიური ბრუნვის შესახებ.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინდმეწარმეების 2012 წლის შემოსავლების (ბრუნვის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც შედარებულ იქნა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ბაზასთან, რის შედეგადაც მიღებულ იქნა შემდეგი სურათი:
საარსებო შემწეობის მიმღები აღმოჩნდა 1402 პირი (1380 ოჯახი), რომლებიც ამავე დროს 2012 წელს ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და მათი წლიური ბრუნვის მაჩვენებელი და მეწარმეთა რაოდენობა წარმოდგენილია შესაბამის თანხობრივ ჯგუფებში (იხილეთ დანართი ცხრილის სახით).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოჯახებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.დახმარების შეუჩერებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში არამიზნობრივად დაიხარჯებოდა 320 274 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წელს ამ ოჯახებზე ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის სახით გაიცა 1,167,356 ლარი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016