შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 15 აგვისტოდან ბათუმის "ბულვარის" მთლიან პერიმეტრს 4 ახალი ელექტრომობილი და საპატრულო ეკიპაჟები ემსახურებიან.
ელექტრომობილები ბულვარზე დღის 16 საათიდან ღამის 04:00 საათამდე მოახდენენ პატურლირებას. აღნიშნული სიახლის ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებრივი წესრიგის და ბულვარზე ფეხით მოსიარულე ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტორომობილები არ აბინძურებენ გარემოს და მათი ბულვარზე გადაადგილება დამსვენებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის.
პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი „შკოდა"-ს მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომოანქანით შეივსო. ბათუმის საპატრულო პოლიციას კი გადაეცა 7 ახალი „მინი კუპერი"-ს მარკის საპატრულო ავტომანქანა. ავტპარკი ასევე შეივსო ელექტოროტრანსპორტითაც და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი"დაემატა. აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო.
პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.