კასპის სარკინიგზო მაგისტრალზე ნავთობით დატვირთული მატარებელი 75 წლის ელგუჯა ტ-ს შეეჯახა. შემთხვევა, დღეს დახლოებით 13:00 საათზე მოხდა. მოხუცი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ფარნავაზის ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელიც ქალაქის ნაწილს სარკინიგზო მაგისტრალით უერთდება.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებენ, მოხუცი პურის საყიდლად ქალაქის მეორე მხარეს იყო გადასული. სატვირთო მატარებლის გამცილებლის თქმით, მემანქანემ შეამჩნია თუ არა მატარებლის სავალ ნაწილზე მამაკაცი, მაშინვე სიგნალი ჩართო, თუმცა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
„350 ათასი ტონა ნავთობით დატვირტული ვაგონების დამუხრუჭება ნამდვილად გაუჭირდება ყველა მემანქანეს“,- განაცხადა მემანქანემ.
გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სავარაუდოდ, რკინიგზის დეპარტამენტი გაიღებს.