reportiori.ge - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:09
სამართალი
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ავტორი:
17 აგვისტო, 2013. 10:53

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ამხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ავთანდილ ქველაძე. ამჟამად იგი დაკავებულია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 15 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ავთანდილ ქველაძემ თურქი ეროვნების ინვესტორს დახმარება აღუთქვა ქ.მარნეულის ცენტრში მდებარე 818 მმიწის ნაკვეთის შეძენაში, ამასთან, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოეყენებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარება შესთავაზა. მან ასევე აღუთქვა, რომ სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა და მისცემდა საშუალებას კანონით სავალდებულო ნებართვის და პროექტის დამტკიცებამდე მშენებლობა დაეწყო და შეუფერხებლად ეწარმოებინა. აღნიშნულის სანაცვლოდ ავთანდილ ქველაძემ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის 50 000 აშშ დოლარის ნაწილი - 25 000 აშშ დოლარი წინასწარ აიღო.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016