reportiori.ge - არაბმა ქალმა მათხოვრობით მილიონი იშოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:23
სხვადასხვა
არაბმა ქალმა მათხოვრობით მილიონი იშოვა
ავტორი:
29 აპრილი, 2014. 17:28



საუდის არაბეთში მცხოვრები 100 წლის უსინათლო ქალი, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში ქალაქ ჯიდას ქუჩებში მათხოვრობდა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ქალმა, რომელსაც აიშა ერქვა, მრავალწლიანი მათხოვრობით მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა. გარდა ამისა, აიშას ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში ოთხი ბინა ჰქონდა, ასევე ძვირფასეულობისა და ოქროს მონეტების კოლექცია. 

სიცოცხლის ბოლო დღეებში აიშას მეზობელი უვლიდა, რომელიც ერთ–ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიანთაგან, ვინც რეალურად იცოდა, თუ რა ქონების პატრონი იყო მათხოვარი. ისინი სთხოვდნენ, მათხოვრობისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ, აიშას თქმით, ფულს შავი დღისთვის აგროვებდა. 

მათხოვრის არცთუ მოკრძალებული ქონება სახელმწიფოს გადაეცემა, რადგან მას ოფიციალურად მემკვიდრე არ ჰყავს. 

 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)

 

(წყარო: sana.ge)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016