reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 11:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დღეის მდგომარეობით, EBRD საქართველოში დაფინანსებული აქვს დაახლოებით 1.6 მილიარდი ევროს ოდენობით 150-მდე პროექტი, აქედან დაფინანსების 81%  კერძო სექტორზე მოდის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსება მოიცავს საბანკო და ფინანსურ სექტორებს, ენერგეტიკას (განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების კუთხით) ჰიდროენერგეტიკას, საწარმოების მხარდაჭერას აგრობიზნესსა და მრეწველობაში.

„საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონ სერ სუმა ჩაკრაბარტის  ჩვენი მთავრობის ხედვები აინტერესებდა. ვუამბე იმ ცვლილებებზე, რაც ჩვენ განვახორციელეთ სახელმწიფოში და განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. უფრო დაწვრილებით ეკონომიკის განვითარების გეგმას რამდენიმე თვეში მივაწვდით. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს და ბანკის ხელმძღვანელობას იმისთვის, რაც მათ წარსულში საქართველოსთვის გააკეთეს. ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ფინასთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბატონი სერ სუმა ჩაკრაბარტის  ვიზიტი  ძალიან მნიშნველოვანია.

„ეს ბანკი ჩვენი ყველაზე დიდი დონორი და ინვესტორია. საქართველოში დაბანდებული აქვს დაახლოებით ორ მილიარდ დოლარამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბანკმა გააგრძელოს  საქართველოსთან თანამშრომლობა.  იმედი გვაქვს, რომ 2-3 წელიწადში შევძლებეთ საქართველოში EBRD-ის  წლიური შეხვედრის ორგანიზებას", -განცახადა ნოდარ ხადურმა.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016