reportiori.ge - დასავლეთ საქართველოში ხვნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:08
რეგიონები
დასავლეთ საქართველოში ხვნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ავტორი:
30 აპრილი, 2014. 13:48


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია და  იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში" ხვნის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.



წელს,აღნიშნული პროექტისფარგლებში, ზესტაფონისრაიონშისახელმწიფოსგან დახმარებას 19,577 ბენეფიციარი მიიღებს (აქედან, ყველა მათგანი მიიღებს აგრობარათს, ხოლო 12,427 სასოფლო-სამეურნეო/ხვნისბარათს).


სოფელ დილიკაურშიაღნიშნულ პროექტში  1000 ბენეფიციარია ჩართული.



„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ორიენტირებულია მცირე ფერმერთა მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. სახელმწიფო ყველაზე  მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნის პროცესში ეხმარება ფერმერებს. პროგრამის ფარგლებში,  წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.



სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და იმერეთის გუბერნატორი  შპს „მექანიზატორის" ზესტაფონის სერვის ცენტრში სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და რეგიონში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.



იმერეთის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში" 165 000 - მდე  ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას. დღეის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში 11 000 ჰექტრამდე მიწაა დამუშავებული და შპს „მექანიზატორის 400-მდე ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

 


პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016