„Golden Brand 2013“-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე წელს, რიგით მე-9 ღონისძიებაზე „ნაბეღლავი“ კვლავ ექსპერტების „რჩეული“ გახდა - არაალკოჰოლური სასმელების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც „რჩეული ბრენდის“ ტიტული მიიღო. „Gოლდენ Bრანდ 2013“-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავხდით „Golden Brand“-ის ჯილდოს მფლობელები მინერალური წყლის ნომინაციაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაბეღლავი ინარჩუნებს პოპულარული და რჩეული ბრენდის სახელს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სტაბილურობასა და სანდოობას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხითა და გამორჩეული გემოთი . დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ექსპერტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომელთა მხარდაჭერა გვეხმარება ჩვენს წარმატებაში.“ - განაცხადა „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.
საუკეთესო ბრენდების ყოველწლიური, რიგით მეცხრე დაჯილდოვების ცერემონიალი 29 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. უკვე მეცხრე წელია პროექტი Gლობალ Iდეა, გაზეთი თჰე FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. წელს ბრენდების საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებს ბაზარზე 200-მდე ექსპერტი აფასებდა.