reportiori.ge - „Golden Brand 2013“-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე „ნაბეღლავი“ ექსპერტების „რჩეული“ გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 21:59
ეკონომიკა
„Golden Brand 2013“-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე „ნაბეღლავი“ ექსპერტების „რჩეული“ გახდა
30 აპრილი, 2014. 13:56



Golden Brand 2013“-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე წელს, რიგით მე-9 ღონისძიებაზე „ნაბეღლავი“ კვლავ ექსპერტების „რჩეული“ გახდა - არაალკოჰოლური სასმელების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც „რჩეული ბრენდის“ ტიტული მიიღო. „Gოლდენ Bრანდ 2013“-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები.

 

 

 

 „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავხდით „Golden Brand“-ის ჯილდოს მფლობელები მინერალური წყლის ნომინაციაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაბეღლავი  ინარჩუნებს პოპულარული და რჩეული ბრენდის სახელს.    ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სტაბილურობასა და სანდოობას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხითა და გამორჩეული გემოთი . დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ექსპერტებს და რა თქმა უნდა,  ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომელთა მხარდაჭერა გვეხმარება ჩვენს წარმატებაში.“ - განაცხადა „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.

 

 

საუკეთესო ბრენდების  ყოველწლიური, რიგით მეცხრე დაჯილდოვების ცერემონიალი 29 აპრილს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. უკვე მეცხრე წელია პროექტი Gლობალ Iდეა, გაზეთი თჰე FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. წელს ბრენდების საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებს ბაზარზე  200-მდე ექსპერტი აფასებდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016