reportiori.ge - რომელი ზოდიაქოს ქალებისგან გარბიან ყველაზე ხშირად კაცები და რა არის მიზეზი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:09
სხვადასხვა
რომელი ზოდიაქოს ქალებისგან გარბიან ყველაზე ხშირად კაცები და რა არის მიზეზი?
30 აპრილი, 2014. 18:39



გთავაზობთ სტატიას, სადაც გაეცნობით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისგან გარბიან ყველაზე ხშრად მამაკაცები და რა იწვევს ამას. სტატია astrologia.ge-ს მიხედვითაა მომზადებული.

 

ვერძი - ვერძისგან მამაკაცები მისი სიფიცხის, უკომპრომისო ხასიათის და ზღვარსგადასული ეჭვიანობის გამო გარბიან. ძალზე ცოტას თუ შეუძლია აიტანოს ქალი, რომელიც გამუდმებით საკუთარი კარიერის განვითარებაზეა მიმართული და საყვარელ მამაკაცს, როგორც წესი თავისებურ დანამატად აღიქვამს, რომელთანაც თავისუფალი დროის მხიარულად გატარებაა შესაძებელი.

 

კურო - კუროსგან გაქცევა, ტიპიური მამრისთვის, რომლის გულისკენ მიმავალი გზაც კუჭზე გადის, საკმაოდ რთული და ერთობ საჭირბოროტო საკითხია, თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ კურო ქალს თაყვანისმცემელი სადმე გაეპარა, ეს მისი მოსაწყენი ხასიათის და სიჯიუტის მიზეზი იქნება.

 

ტყუპები - ტყუპებს თუ ვინმე გაექცა კიდეც, თავადაც შვებით ამოისუნთქებს (მას ხომ ყველა და ყველაფერი სწრაფად ბეზრდება) და მალევე იპოვნის შემცვლელს. გაქცევის მიზეზი კი, მამაკაცისთვის ძირითადად ტყუპი ქალის გაუთავებელი, შეიძლება ითქვას ქრონიკულ სტადიაში გადასული ლაქლაქის ნიჭი და ხასიათის ქარის სიხშირეზე უფრო სწრაფი ცვალებადობა შეიძლება იყოს.

 

კირჩხიბი - აი კირჩხიბისგან თავის დაღწევა კი ნებისმიერი მამაკაცისთვის შეიძლება იმაზე უფრო ძნელი იყოს, ვიდრე რომელიმე პატიმრისთვის ლეგენდარული შოუშენკის ციხიდან გაქცევა. საქმე იმაშია, რომ ქალი კირჩხიბი სადაც ფესვებს გაიდგამს, იქედან მისი ამოძირკვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ზუსტად ამ თვისებების გამო ცდილობენ მამაკაცები მისი სულისშემხუთველი მზრუნველობისგან და სიყვარულისგან თავის დაღწევას ამაოდ.

 

ლომი - ლომს და ვინმე გაექცა? ასეთი რამ გამორიცხულია! განა შესაძლებელია მეფეს ოდესმე მონა აუჯანყდეს? ლომი ყოველთვის თავად ირჩევს იმას, თუ ვის მისცეს გაქცევის უფლება. მამაკაცს, რომელიც მისი მხრიდან ავტორიტარული რეჟიმის სიმძიმეს ვერ გაუძლებს, ისღა დარჩენია საკუთარი უსუსურობა ნებაყოფლობით აღიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს ძუ ლომი წასვლის საშუალებას. გარშემომყოფებთან კი ამაყად ისაუბრებს იმაზე, როგორ მოაბეზრა თავი ყოფილმა და ყველაფერი ამით დაღლილმა თავად ჩაულაგა ჩემოდანი, ხანგრძლივ მივლინებაში გასამგზავრებლად.

 

ქალწული - ქალწულს რომ ვინმე გაექცეს საცოდაობაც კი იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ისედაც უზომო პრეტენზიულობით ეკიდებიან ცხოვრების მეგზურის არჩევას. შესაბამისად, თუ ვინმეზე საბოლოო არჩევანი შეაჩერა, ამ უკანასკნელს მთელი თავისი ნაკლითა და ღირსებით მიიღებს, თანაც ისე, რომ საშვილიშვილოდ არსად გაუშვას. აქედან გამომდინარე, თუკი მამაკაცს ქალწულის მანიაკალურმა წესრიგის სიყვარულმა და ემოციურმა სიცივემ თავი ძალიან მოაბეზრა, მოუწევს მისგან თავის დაღწევის საკითხზე სერიოზული ჯაფა გასწიოს, რადგან ეს საქმე მარტივად ნამდვილად არ იქნება.

 

სასწორი - კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა გაექცეს ვინმე სასწორს? ამ ჰაეროვან, ნაზ, მომხიბვლელ და კომფორტულ არსებას ხომ ნებისმიერი მამაკაცისთვის შესანიშნავი პარტნიორობის გაწევა შეუძლია. ერთადერთი მიზეზი, რომ მამაკაცს სასწორისგან თავის დაღწევა მოუნდეს, მისი ხასიათის გადამეტებული სისათუთე და სირბილე იქნება. ხომ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც გარეგნულ მონაცემებთან ერთად, დინამიურობა და ექსტრიმიც ესაჭიორებათ პარტნიორი ქალის მხრიდან, ჰოდა თუკი სასწორი ბედის უკუღმართობით ზუსტად ასეთ მაზოხისტს გადაეყარა, მოუწევს კიდეც მოკლე ხანში მასთან სამუდამო დაშორება. თუ არადა, მორიელს უნდა მიებაროს სისასტიკის გაკვეთილების გასავლელად.

 

მორიელი - მორიელთან დაშორება თამამად შეიძლება ითქვას რომ ერთობ საგმირო საქმეა. თუმცა მიზეზი, რატომაც შეიძლება მამაკაცს ამ ქალისგან გაქცევა მოუნდეს, ხშირად არათუ საკმარისი, საკმარისზე ბევრად მეტია. დაწყებული მისი ეჭვიანობით, დამთავრებული მწარე ენით და აშკარა სურვილით - იბატონოს მამაკაცზე. თუმცა საიმისოდ, რომ მორიელის კლანჭებიდან საბრალო მამრმა თავი უსაფრთხოდ დაიძვრინოს, ამ უკანასკნელს კატის მოქნილობა და დალაი ლამას სიბრძნე დასჭირდება. მორიელ ქალს პრიმიტიული მიზეზებით (მაგ. ხასიათებით ვერ შევეწყეთ, მე შენი ღირსი არა ვარ, შენ უკეთესს იმსახურებ და .) დაშორების მცდელობას ფატალური შედეგები შეიძლება მოყვეს ნებისმიერი ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

 

მშვილდოსანი - ისევე, როგორც ქალი ტყუპი, მშვილდოსანიც არ მოიკლავს თავს დარდით იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად საყვარელმა მამაკაცმა მისგან თავის დაძვრენა მოინდომა. უფრო მეტიც, შესაძლოა მშვილდოსანი ამ უკანასკნელის მხრიდან სასწრაფო ევაკუაციის მცდელობის მიზეზებზეც კი, მოგვიანებით დაფიქრდეს. მანამდე კი, სანამ ყოფილი შორს ეგულება, აუცილებლად შეეცდება დრო მეგობრების მხიარულ გარემოცვაში გაატაროს და ერთი - ორი ახალი კანდიდატურაც შეათვალიეროს სამომავლო ურთიერთობისთვის.

 

თხის რქა - თუკი სიმართლეს თვალს თამამად გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ თხის რქა ქალებისგან მამაკაცები ხშირად გარბიან. მაგრამ მათი ეს ესტაფეტა არაფერია, სხვა თუ არა, სირბილი მოკლე დისტანციაზე. აქედან გამომდინარე, თხის რქის სიმკაცრის, მეთოდურობის და . რკინის ლედის იმიჯით დაღლილი მამაკაცი, რომელიც ჩემოდნებს მთელი შემართებით ჩაალაგებს მისგან სამუდამოდ თავის გასათავისუფლებლად, მოკლე ხანში იგივე ჩემოდნების თანხლებით (ან მათ გარეშეც, თხის რქის მიერ მოვლილ-გაწკრიალებულ ქმრებზე ხომ ნადირობაა გამოცხადებული) უკანვე მობრუნდება, რადგან უკეთეს ვარიანტს ვერსად გადაეყრება და საბოლოოდ მივა იმ დასკვნამდე რომ შეჩვეული ჭირი ურჩევნია, შეუჩვეველ ლხინს“.

 

მერწყული - აი რაც შეეხება მერწყულისგან თავის დაღწევის მცდელობას, კაცმა რომ თქვას საერთოდ რა საჭიროა იგი? მართალია თავისი უთავბოლო, არაპროგნოზირებადი და ცვალებადი საქციელით ეს ქალი არცთუ იშვიათად აგდებს მამრებს ემოციურ-შოკურ მდგომარეობაში, მაგრამ თავად მერწყული, როგორც წესი, არასოდეს იტანჯება გადამეტებული ეჭვიანობით, ან მესაკუთრული გრძნობებით. შესაბამისად, თუკი მამაკაცს მისგან წასვლა უნდა, კი ბატონო -გზა ხსნილია!

 

 

თევზები - თევზებისგან თავის დაღწევაზე ფიქრი კი ნებისმიერი მამაკაცისთვის უტოპიურთან მიახლოებული იდეის ექვივალენტურია. არა იმიტომ, რომ ქალთევზა განშორების მცდელობის შემთხვევაში, საქმეში მსხვილმან-წვრილმან არტილერიას ჩართავს და დაუნდობელ ცეცხლს გაუხსნის ყოფილს, არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც თევზი ქალის ქრონიკული ინფანტილურობით დაიღლება და საკუთარი თავის შველას მისგან გაქცევით შეეცდება, ლამის შვიდი თაობის მანძილზე დატანჯავს სინდისის ქენჯნა და დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რომ მან ეს უმწეო არსება ბედის ანაბარა მიატოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016