თამბაქო თავდაპირველად მაიას ტომმა დააგემოვნა.ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს თაბაქოსსავე ფურცლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებძე ეწეოდნენ.
21-ე საუკუნეში მსოფლიო გახდა თამბაქოს მომხმარებელი ,ვინაიდან მსოფლიოს დაახლოებით მილიარდი ადამიანი მას ეწევა, რაც იმას ნიშნავ, რომ ყოველი მესამე ადამიანი თაბაქოს მომხმარებელია.საგანგაშო ცნობებს ავრცელებს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია,რომლის მიხედვითაც მოწევის შედეგად განვითარებული დაავადებების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში ოთხი მილიონი ადამიანი კვდება ანუ 1 ადამიანი ყოველ 8 წამში.
ეს პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, დღესდღეობით თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%.მწეველი მამაკაცების რიცხვი(50-65%) მწეველი ქალების რიცხვზე(16-22%) მაღალია .საყურადღებოა მოზარდების მდგომარეობა, რადგან სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია,გამოკვლევებმა დაადასტურა ,რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს პერმამენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ.საქართველოში თამბაქოს მოხმარებას ვაჟები 10-11წლის ასაკში იწყებენ,გოგონები 12-13 წლის ასაკში რაც სამომავლოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე. საგანგებო მდგომარეობა არა მარტო საქართველოშია არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.