მსოფლიოს მრავალ ადამიანს აერთიანებს ყავის სიყვარული და ამ ჯადოსნური სითხით იწყებს კიდეც დილას.თუმცა ყავას ისევე,როგორც ყველაფერ სხვას თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს.
ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას მთელი დღის განმავლობაში,მაგრამ ამავე დროს ჭარბი დოზით მიღება იწვევს თავბრუსხვევას,თავის ტკივილს და დაძაბულობას.
ყავა სასარგებლოა ტვინისათვის, რადგან აღაგზნებს მას და ზრდის ტვინის უჯრედების მიმღეობას,მობილიზებას.კოფეინი სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისათვის, მაგრამ ამავდროულად მისი მიღება მედიკამენტებთან ერთად დაუშვებელია.ყავა ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას,მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ.კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს დეპრესია.
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, მხოლოდ ქალებისათვის.გერმანელი მეცნიერები კი ამტკიცებენ,რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება ხელს უშლის გამელოტების პროცესს.კოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისაგან გათავისუფლებას,ააქტიურებს ცხიმების დაშლას ,ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს.ისინი შექმნილია ძირითადად მწვანე ყავის მარცვლებზე.