სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ უჯარმაში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე სათავე ნაგებობის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, სარწყავისი სტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 25 - 30 წელია არ ჩატარებულა. 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით სამჯერ მეტი ფართობი გასარწყავდება - სულ 88 ათასი ჰა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგსტრალურ არხს, მასზე არსებულ გვირაბებს და შიდა ქსელებს. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის წყლის გამტარუნარიანობა.
სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება 4500 ჰაფართობზე, ხოლო დამატებით წყალუზრუნველყოფილი გახდება 2000 ჰაფართობი. ზემო მაგისტრალური არხით გარდაბნის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი ისარგებლებს, რაც მოიცავს 6370 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა 306 ობიექტზე, აქედან, 300 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. დღეისათვის, გაწმენდილი და შეკეთებულია სარწყავი სისტემების 1291.5 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად 2013 წელს საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰასავარგული.
სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის განხორციელება საშუალებას მისცემს ფერმერებს გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 40-50%-ით, შეიქმნება მოსავლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობა. მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბუნებრივ-კლიმატურიპ ირობებით გამოწვეული უარყოფითი პროცესების გავლენა.