სხვადასხვა
გაიცანით ზოოპარკის ახალი ბინადარი - პატარა ლემური
ავტორი: ლილუ მიროტაძე
01 მაისი, 2014. 13:24
„თბილისის ზოოპარკს" ახალი ბინადარი - პატარა ლემური ჰყავს. ინფორმაცია ზოოპარკის სოციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ამაყი დედა მშვენიერ ხასიათზეა, დაქრის მთელ ვოლიერში და დააპროწიალებს გულზე მიწებებულ ციცქნას. დედას ჩაფრენილ ახალშობილს ვოლიერის ბინადარი ლემურებიც თავს ევლებიან. ლოკავენ, ასუფთავებენ... მოკლედ, ცივ ნიავს არ აკარებენ", - წერია „facebook"-ის გვერდზე.
ლემური - ნახევრად მაიმუნია. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს, კუდის - 55 სმ. ზურგის მხარე და თავი რუხი აქვს, მუცელი მოთეთრო, კუდზე -15-16 შავი რგოლი აქვს, მამალს მხარზე და წინა მხარზე სურნელოვანი ჯირკვლები აქვს. ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია ადგილებში, კარგად ცოცავენ კლდეზე. იკვებებიან ლეღვისა და სხვა მცენარეების ნაყოფით. კარგად იტანენ ტყვეობას.
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03