reportiori.ge - ზუგდიდის მერობის კანდიდატი: ჩემი დაკავება როლანდ ახალაიას კაბინეტში დაიგეგმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:22
რეგიონები
ზუგდიდის მერობის კანდიდატი: ჩემი დაკავება როლანდ ახალაიას კაბინეტში დაიგეგმა!
01 მაისი, 2014. 14:50


ზუგდიდის მერობის კანდიდატი კოალიცია ქართული ოცნებიდან" ირაკლი გოგოხია ნასამართლეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერობის კანდიდატმა ლაივპრესს" განუცხადა, რომ დაკავება 2010 წლის 1 ოქტომბერს ბიზნესზე ზეწოლის მიზეზით, ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაის კაბინეტში დაიგეგმა.


წარმატებული ბიზნესი მქონდა. შემდეგ დაიწყეს კლანური გარჩევები. ჩემი დაკავება ერთი ადამიანის კაბინეტში დაიგეგმა, რომელიც მაშინ ყველაფერს განაგებდა სამეგრელოში და ეს იყო როლანდ ახალაია", - აცხადებს ის.


ირაკლი გოგოხია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლით გაასამართლეს, რაც თაღლითობას და ყალბის დოკუმენტების დამზადებას გულისხმობდა და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. ირაკლი გოგოხია აცხადებს, რომ ციხიდან ყოფილმა ხელისუფლებამ 2011 წლის იანვარში იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ განმუხურში სასტუმრო აეშენებინა.


ის ხელისუფლება კიდევ რომ დარჩენილიყო, ახლა კვლავ ციხეში ვიქნებოდი. ისეთ რაღაცებს ითხოვდნენ, რისი შესრულებაც არ შემეძლო. ორი ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვა მომიწია, სასტუმროს მშენებლობა რომ არ გამეჩერებინა", - აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016