აკვაპარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე ჯერჯერობით, საუბარი ნაადრევია. ასევე, ჯერ უცნობია ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი და ზუსტად რა ფართობია დამწვარი, წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად. როგორც თანამშრომლები ამბობენ, ხანძრის გავრცელება ქარმა გამოიწვია. მათივე თქმით, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს და არ მომხდარა ხანძრის გავრცელება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე. აკვაპარკში რამდენიმე წუთში ექპსერტებს ელოდებიან, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ; დაითვლიან ზარალს და ასევე დააზუსტებენ რა ფართობია დამწვარი. აკვაპარკში ცეცხლის შედეგად ატრაქციონების მხოლოდ ნაწილია დამწვარი, იქ სადაც ბუნგალოები მდებარეობს. როგორც თანამშრომლები იმედოვნებენ, სავარაუდოდ, აკვაპარკი რამდენიმე დღეში ამუშავდება. თავად ადმინისტრაციის მხრიდან კი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.