reportiori.ge - თამარ სხირტლაძის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:37
კულტურა
თამარ სხირტლაძის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება
ავტორი: ანა ნოდია
02 მაისი, 2014. 11:15



დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს დამსახურებული არტისტის - თამარ სხირტლაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.

 

საიუბილეო საღამოზე თავად მსახიობი წარმოადგენს ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან „ეუხენა ბალბოა“ და „ჰაჯი მურატი“; ასევე, ითამაშებს ერთ ეპიზოდს გიზო ჟორდანიას ახალი (ჯერ დაუსრულებელი) სპექტაკლიდან „თეთრი იასამანი“,  იუბილარს მიესალმებიან მისი კოლეგები, რეჟისორები და თეატრმცოდნეები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მსახიობს ქართულ თეატრში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალურ ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს .

 

თამარ სხირტლაძემ პროფესიული განათლება მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში უშანგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით მიიღო. მსახიობის დებიუტი 1947 წელს სპექტაკლ „ნინოშვილის გურიაში“ ქრისტინეს როლით შედგა. 1967-1974 წლებში თამარ სხირტლაძე რუსთავის თეატრშიც მოღვაწეობდა. გარდა სასცენო მოღვაწეობისა, იგი ცნობილია შესანიშნავად შესრულებული კინოროლებით. მსახიობი ორგზის - სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატია.

 

 

დასაწყისი 20:00 საათზე.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016