reportiori.ge - ტურინელები ტურინში ვერ მოხვდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:17
სპორტი
ტურინელები ტურინში ვერ მოხვდნენ
02 მაისი, 2014. 12:27



გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის ნახევარფინალების განმეორებითი მატჩები. ლიგის ფინალს ტურინი მასპინძლობს, ამდენად „იუვენტუსი“ ძალიან მოწადინებული იყო, რომ მშობლიურ ქალაქში დაუფლებოდა თასს, თუმცა ვერაფერი მოუხერხა „ბენეფიკას“ დაცვით რდუტებს და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

 

ნამდვილი დრამა ვიხილეთ ვალენსიაში. პირველ შეხვედრაში „სევილიამ“ ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა მეტოქე, მაგრამ უკვე მეოცე წუთზე ჰანდიკაპი აღმოფხვრილი იყო. თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ანგარიში სულაც 3:0 იყო და „მესტალიაც“ უკვე ზეიმობდა, თუმცა ასე არ ფიქრობდნენ „სევილიას“ ფეხბურთელები. მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე, ბოლო წუთზე, მბიამ თვით გაიტანა ასე მნიშვნელოვანი გოლი და გუნდს ტურინის საგზური დაუბევა.

 

გუშინდელი სპორტული პრესა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების მიმოხილვით იყო აჭრელებული, სპეციალისტებმა სიმბოლური ნაკრების ვერსიებიც შემოგვთავაზეს და რაც ყველაზე გასაკვირია, ამ ჩამონათვალში არც ერთი გერმანელი ფეხბურთელი არ ფიგურირებს. „რეპორტიორი“ გთავაზობთ სიმბოლური ნაკრების ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ჩვენს მოსაზრებებთან:

 

მეკარე: ტიბო კურტუა (ატლეტიკო)

დაცვა: ხუანფრანი (ატლეტიკო), სერხიო რამოსი, პეპე (ორივე რეალი),კოენტრაო(რეალი).

ნახევარდაცვა: დი მარია (რეალი), ტიაგუ (ატლეტიკო) კოკე (ატლეტიკო).

თავდასხმა: არდა თურანი, დიეგო კოსტა (ორივე ატლეტიკო), კრისტიანო რონალდო (რეალი).

 

 

როგორც ხედავთ, სიმბოლურში, მხოლოდ ფინალისტი გუნდების მოთამაშეები მოხვდნენ და ეს სამართლიანად მიმაჩნია, რადგან წაგებულთაგან მხოლოდ დავიდ ლუიზი (ჩელსი) თუ იმსახურებდა ამ პატივს, მაგრამ დამარცხებულის იარლიყმა ისიც სიმბოლურის გარეთ დატოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016