რეგიონები
კასპში სასწავლო პროცესი გველმა ჩაშალა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
02 მაისი, 2014. 13:09
კასპის რაიონის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შენობაში გველის აღმოჩენის გამო ჩაიშალა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურიდან დახმარებას ითხოვეს. შენობაში ქვეწარმავალი მასწავლებლებმა შეამჩნიეს.
„სპეციალური ხსნარის მეშვეობით სკოლის შენობა შეიწამლა და ამ ეტაპზე მსგავსი ფაქტის განმეორება გამორიცხულია“, - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტში იქ სამაშველო ჯგუფის გაგზავნის შემდეგ.
სკოლის შენობა ორსართულიანი და მოძველებულია. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პირობა დადო, რომ შენობაში შესაძრომ ხვრელებს ამოავსებს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57