reportiori.ge - მეუფე იაკობი: არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:10
რელიგია
მეუფე იაკობი: არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს
ავტორი:
18 აგვისტო, 2013. 13:41

სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ბრძანა რომ ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს ნამდვილი ადამიანივით და ისე არ უნდა იყოს, რომ "ერთმანეთს არ ვუფრთხილდებოდეთ". 

"ადამიანმა ყველაფერი უნდა მიუძღვნას ღმერთს და მოერიდოს იმას, რაც საძაგელია უფლისთვის. თუ გადავხედავთ კაციობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყვნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. როდესაც ფუფუნებაშია ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდადაც წარმოუდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნაფიქრალი არის მართალი, ღვთის სიმართლეს კი გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი აქვს. თუ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, არიან ქვეყნები, სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, ზოგან კი ღმერთის სხვა სიტყვებით ჩანაცვლება იწყება. ეს კი გვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან. დადგა დრო, როდესაც უარყოფენ ღმერთს და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. თუ მორწმუნეს დასცინებენ, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები ჰგონიათ თავი და მენტორული ტონით არიგებენ, როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა გააკეთონ." - ბრძანა მეუფე იაკობმა. 
მეუფის განცხადებით, საშიშია სულიერი კატასტროფა, რომელიც ადამიანს ცოდვების მორევში აგდებს.

"ჩვენ ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ცოდვას, არ არის ადამიანი, რომელიც არ სცოდავს. ჩვენ იმ ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც სცოდავს, არამედ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებსსაქართველო მოგვცა უფალმა და ვალდებულები ვართ ღვთის სიყვარული ჩვენი ქვეყნის სიყვარულში გამოვხატოთ. რამდენი ჩვენი წინაპარია სამშობლოსთვის თავდადებული და მათ დღევანდლამდე მოგვიყვანეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ერი ღირსეულად გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე დგას და აუცილებლად ვიბრძოლებთ ღირსეული მომავლისთვის." - აღნიშნა მეუფე იაკობმა. 
მისივე თქმით, ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ღმერთის სამსახურში იცხოვრონ და ღმერთს სთხოვონ პატიება საკუთარი შეცდომებისთვის.

 "არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ", - ბრძანა მეუფემ. 
მან წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ფერიცვალების დამდეგი დღესასწაული მიულოცა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016