reportiori.ge - ათი ყველაზე გაყიდვადი საკლუბო მაისური
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:39
სპორტი
ათი ყველაზე გაყიდვადი საკლუბო მაისური
ავტორი:
03 მაისი, 2014. 16:09


მსოფლიო ბიზნესში შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ფეხბურთელების მაისურების გაყიდვაა. თითქოს ისეთი რა შემოსავალი უნდა მოიტანოს თუნდაც ძალიან ცნობილი სპორტსმენის მაისურმა?! თურმე ნურას უკაცრავად, ევროპის ტოპ-კლუბების  ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესით ივსება. გთავაზობთ, 2013-14 წლებში მაისურების გაყიდვაში 10 ყველაზე წარმატებულ კლუბს:


10. მილანი – გაყიდული მაისური 350 000, შემოსული თანხა – 26 მილიონი ევრო


2012-13 წლებში გუნდი ორმა წამყვანმა ვარსკვლავმა – ტიაგო სილვამ და ზლატან იბრაგიმოვიჩმა დატოვა და გაყიდული მაისურების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო, ამიტომ კლუბის მესვეურებმა, მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფოდ იყიდეს ახალი ვარსკვლავი – მარიო ბალოტელი და გუნდში დააბრუნეს გულშემატკივართა კუმირი ბრაზილიელი კაკა.


 

 

 

 

9. ინტერი – გაყიდული მაისური 430 000, შემოსული თანხა – 35 მილიონი ევრო

 

კლუბის ახალი მფლობელი ერიკ ტოჰირი ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე აუცილებლად ეცდება „მყვირალა“ ვარსკვლავები შეიძინოს, რადგან ახლანდელები: ხავიერ ძანეტი, დიეგო მილიტო და როდრიგო პალასიო გვარიანად მობერდნენ. „ინტერის“ ინდონეზიელმა მეპატრონემ კარგად იცის, რომ საკლუბო ატრიბუტიკით ვაჭრობა საკმაოდ შემოსავლიანია და აქცენტს აზიურ ბაზარზე აკეთებს.

 

 

 

 

8. იუვენტუსი – გაყიდული მაისური 500 000, შემოსული თანხა – 40 მილიონი ევრო

 

მილანური კლუბებისაგან განსხვავებით, ტურინში სიმშვიდეა: გუნდი ზედიზედ მესამე „სკუდეტოსთვის“ ემზადება, ჰყავს როგორც ახალგაზრდა (პოლ პოგმა), ისე „სტაჟიანი“ ვარსკვლავები (ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი), გასულ ზაფხულში დაიმატეს არგენტინელი კარლოს ტევესი და ესპანელი ფერნანდო ლორენტე, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბუენოს- აირესისა და ბილბაოს ქუჩებში ხშირად დაინახავთ „ბებერი სინიორას“ შავ-თეთრ ან ყვითელ მაისურებში გამოწყობილ ყმაწვილებს.

 

 

 

 

7. არსენალი – გაყიდული მაისური – 800 000, შემოსული თანხა – 64 მილიონი ევრო

 

მიუხედავად იმისა, რომ „კანონირებს“ 9 წელია არცერთი ტიტული არ მოუგიათ, ერთგულ ქომაგთა რიცხვი არ მოკლებიათ. სეზონის დასაწყისში „არსენალის“ მესვეურებმა „რეალიდან“ 50 მილიონ ევროდ გადმოიბირეს მესუთ იოზილი, რომელიც მალევე გულშემატკივართა კუმირი გახდა და გასაკვირი არ არის, რომ ლონდონის ჩრდილო ნაწილში ყველაზე პოპულარული სწორედ მისი მაისურია.

 

 

 

 

 

6. ლივერპული – გაყიდული მაისური – 810 000, შემოსული თანხა – 65 მილიონი ევრო

 

ამ სეზონში, „ლივერპული“ ინგლისურ ფეხბურთში ბოლო დროს დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს და მომდევნო წელს გაყიდული მაისურების გრაფაში უეჭველად შვიდნიშნა ციფრს ვიხილავთ. განსაკუთრებული პოპულარობით, რა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი – სტივენ ჯერარდი და შეტევების ლიდერი ლუის სუარესი სარგებლობენ. თუმცა გუნდის წლევანდელ ფორმას კრიტიკოსები მოუმრავლდა და დიდად არც ქომაგებს მოსწონთ.

 

 

 

 

5. ბავარია – გაყიდული მაისური – 880 000, შემოსული თანხა – 70 მილიონი ევრო

 

წლევანდელი ფიასკოს მიუხედავად, „ბავარია“ გერმანიის ყველაზე პოპულარული კლუბია, გაყიდული მაისურების უმეტესობას ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და ფილიპ ლამი აწერია. ზაფხულიდან ამ გვარებს დაემატება პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი – ბოლო წლების ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი; კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ბოლომდე გაიხსნება მარიო გიოტცეს ტალანტი და მომავალ წელს გაყიდული საკლუბო მაისურების რაოდენობა მაილიონს გადააჭარბებს.

 

 

 

 

4. ჩელსი – გაყიდული მაისური – 910 000, შემოსული თანხა 73 მილიონი ევრო


11 წლის წინ ვერავინ დაიჯერებდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის საშუალო გუნდი მსოფლიო საკლუბო ტოპათეულში მოხვდებოდა და თითქმის მილიონ მაისურს გაყიდდა. ყველაფერი რომან აბრამოვიჩის მოსვლამ შეცვალა, რომელმაც კლუბის მარკეტინგული სამსახური სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანა. დღეს „ჩელსის“ აქვს 21 ოფისი, 60-მდე შენობა, საკუთარი ტელეარხი; სპეციალური მონიტორინგის სამსახური მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადევნებს თვალყურს კლუბის იმიჯს. „სტემფორდ ბრიჯზე“ არის სპეციალური საბავშვო ოთახი, გუნდის ყველაზე ახალგაზრდა თაყვანისმცემლებისთვის.

 

კლუბის მრავალრიცხოვან მაღაზიებში შეგიძლია შეიძინოთ ლურჯი მაისური და თქვენი საყვარელი ფეხბურთელის გვარი იქვე დააწეროთ, იქნება ეს ფერნანდო ტორესი, ედენ აზარი, ჯონ ტერი თუ ფრენკ ლამპარდი.

 

 

 

 

3. ბარსელონა – გაყიდული მაისური – 1. 150 000, შემოსული თანხა – 92 მილიონი ევრო


მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა, „ბარსელონას“ ქომაგა რიცხვი არ იკლებს.  ბრაზილიელი ნეიმარის მოსვლამ,  კლუბს დამატებითი შემოსავალი გაუჩინა, რადგან მისი მაისურები დიდი რაოდენობით იყიდება ევროპაში და განსაკუთრებით ბრაზილიაში. კატალონიური კლუბის მესვეურები ვარაუდობენ, რომ ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნეიმარისა და მესის მაისურებზე ნამდვილი ტაციაობა დაიწყება.

 

 

 

 

 

2. მანჩესტერ იუნაიტედი – გაყიდული მაისური – 1 400 000, შემოსული თანხა – 112 მილიონი ევრო


მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთმა ლიდერმა ამ ერთ წელიწადში გუნდიდან გააცილა სერ ალექს ფერგიუსონი და გაანთავისუფლა მისი შემცველი დევიდ მოიესი. ამას დაემატა საკლუბო აქციების ვარდნა, მაგრამ მსოფლიოს წამყვან კლუბთა სამეულში ადგილი შეინარჩუნა, ძირითადად რობინ ვან პერსისა და შინჯი კაგავას მაისურების დიდი პოპულარობის წყალობით. ამ უკანასკნელის მაისური განსაკუთრებით მოთხოვნადია აზიის ქვეყნებში და გაყიდვების რაოდენობით ხუთეულში შედის.

 

სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე, მანჩესტერელთა „ბოსები“ სერიოზული შენაძენის გაკეთებას გეგმავენ, რათა მომავალ წელს მომზადებული შეხვდნენ როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ბიზნესის კუთხით.

 

 

 

1. რეალიგაყიდული მაისური 1. 410 000, შემოსული თანხა – 112 მილიონი ევრო


მადრიდის „რეალი“ რეიტინგის პირველ საფეხურზე იქნებოდა თუნდაც მხოლოდ კრისტიანო რონალდოს მაისურები გაეყიდა, მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონამდე შვიდნომრიანი მაისურია რეალიზებული. 2009 წელს 94 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფეხბურთელმა, უკვე საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა ფლორენტინო პერესს, რომელიც გასული წლის კიდევ ერთი ხმაურიანი შენაძენით (გარეთ ბეილი) მოგების მიღებას უკვე მომავალი წლიდან გეგმავს.

 

 

 

 

 

 

მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016