reportiori.ge - აქციის მონაწილეებსა და შალვა ნათელაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:37
რეგიონები
აქციის მონაწილეებსა და შალვა ნათელაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
03 მაისი, 2014. 16:30


რუსთავში "მარშუტკის" მძღოლების აქცია მიმდინარეობს. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების მძღოლებმა და მათი ოჯახის წევრებმა "ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მერიასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები გუშინ ერთ-ერთი მძღოლის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ.



საპროტესტო აქციას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეუერთდა, თუმცა მოედანზე მის გამოჩენას მძღოლების მხრიდან პროტესტი და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ნათელაშვილს ერთ-ერთმა მძღოლმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

 

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, ვეფხია გოგილაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და კალაძეს ეკისრება. ორშაბთს ის იტალიის საელჩოს მიმართავს და მოუწოდებს, იტალიის ბანკებში ყველა ანგარიში გაყინონ, რომელიც კახა კალაძეს აქვს.



,,ორშაბათს იტალიის საელჩოს მივმართავ და მოვითხოვ გაიყინოს კალაძის ყველა ანგარიში, რომელზეც გაყიდული მატჩებიდან და ნარკოდანაშაულიდან შესული ფული აქვს იტალიაში დაგროვილი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016